erotik film erotik film

Typar®_ი გზების მშენებლობაში

საავტომობილო გზების მშენებლობაში მნიშვნელოვანი პრობლემაა დაკვალვის შედეგად გზის საფარის დეფორმაცია. 

ტაიპარი ასრულებს ორ მნიშვნელოვან ფუნქციას გზის საფარის ხანგამძლეობის გაზრდის მიზნით. გარდა ხანგამძლეობისა, ტაიპარის გამოყენება ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებს გზის საფარის საყრდენი აგრეგატის საჭირო სისქეს, რის შედეგადაც მიიღწევა მნიშვნელოვანი ფინანსური დანაზოგები. ეს ფუნქციებია გამიჯვნა და არმირება/სტაბილიზაცია.


1. გამიჯვნა

ტაიპარი ახდენს გზის საფარის საყრდენი აგრეგატისა და ნიადაგის ერთმანეთისაგან გამიჯვნას მრავალი ათეული წლის განმავლობაში, შედეგად: ა) არ ხდება ზემოდან მიღებული წნევის შედეგად საყრდენი აგრეგატის ნიადაგში ჩაკარგვა და ბ) არ ხდება აგრეგატის ურთიერთშეჭიდების ხარისხის გაუარესება (რადგან მასში არ ერევა ნიადაგის მასა). შედეგად ვიღებთ გზის საფარის მდგრადობის მაღალ ხარისხს ათეულობით წლების განმავლობაში:

 

pic1

 

ყურადღება მიაქციეთ -  a1 > a2

გეოტექსტილი განსაკუთრებით ეფექტურია ისეთ ნიადაგზე მშენებლობისას რომლის CBR კოეფიციენტი 3%-ზე მეტია. ქვემოთ მოცემული მაგალითიდან გარკვევით ჩანს რომ ტაიპარის გამოყენების შედეგად შესაძლებელია აგრეგატის ფენის 15-25 სმ-ით შემცირება:


შემთხვევა პირველი: გზის დიზაინი ტრადიციული მიდგომით:

road structure 1

შემთხვევა მეორე: გზის დიზაინში CBR კოეფიციენტისა და გეოტექსტილის გათვალისწინება:


road structure 2

მაგალითი გვიჩვენებს რომ, როცა CBR კოეფიციენტი 1%-ია, მაშინ გეოტექსტილის გამოყენების შემთხვევაშიც კი აუცილებელია საყრდენი აგრეგატის სისქის გაზრდა (ტრადიციული მეთოდებით ასე არ ხდება), ხოლო როცა CBR კოეფიციენტი 3% ან მეტია, გეოტექსტილი ხარისხის ზრდასტან ერთად გვაძლევს მნიშვნელოვან დანაზოგებს (უფრო დეტალურად აღნიშნული მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე).



2. არმირება/სტაბილიზება

ტაიპარი ახდენს გზის საფარის არმირებასა და სტაბილიზაციას სამი მექანიზმის მოქმედებით: 1. შეკვრა და შემჭიდება (ორი წნევის ძალის საპირისპირო მიიმართულებით); 2. მემბრანის მექანიზმი (ვერტიკალურ წნევას ანაწილებს ჰორიზონტალზე რბილი ნიადაგის შემთხვევაში), და 3. ლოკალური არმირება.


pic2  


ამ ფუნქციების შესრულებაში ტაიპარის უნარები უნიკალურია, ერთი მხრივ მისი წელვადობა 50%-მდე და მეორე მხრივ მისი დეფორმაციის მიმართ მდგრადობის მაღალი ხარისხი განაპირობებს სტაბილიზაციის და არმირების უნარების მაღალ დონეს, სხვა ნაქსოვ, დაჩხვლეტილ თუ უქსოვად გეოტექსტილებთან მიმართებაში. (ნაქსოვი ან სხვა სახის უქსოვადი გეოტექსტილები ხასიათდებიან წელვადობის დაბალი მაჩვენებლით, რის გამოც ისინი ადვილად ზიანდებიან, ხოლო ნემსებით ნაჩხვლეტი გეოტექსტილი გამოირჩევა ძალიან დაბალი მდგრადობით დეფორმაციის მიმართ, რის გამოც მის მიერ წნევის შეწოვის შესაძლებლობა ძალიან დაბალია).  ტაიპარის სხვადასხვა სახეობებს შეუძლიათ ერთ მ2-ზე 1-დან 13 კილოჯოულამდე ენერგიის შეწოვა.


 


pic3


244166 158690107531715_158670300867029_385642_6868359_o

241794 158690160865043_158670300867029_385646_5942658_o

240217 158690170865042_158670300867029_385647_2213178_o

242676 158690350865024_158670300867029_385658_2632840_o

243315 158690090865050_158670300867029_385641_4196514_o 1

556917 388281247875364_49282285_n