erotik film erotik film

Typar®_ი ქვაფენილის მოსაწყობად

ტაიპარს ხშირად იყენებენ საავტომობილო და საფეხმავლო ქვაფენილების დაგებისას. ასეთ პროექტებში ტაიპარი ასრულებს შემდეგ ფუქციებს:

1. სტაბილიზაცია: ტაიპარი, წნევის გადანაწილებისა და უკუქმედების მექანიზმების საშუალებით თავის თავზე იღებს ზედაპირული დაწოლის მნიშვნელოვან ნაწილს, შედეგად იცავს ქვაფენილის ზედაპირს დეფორმაციისა და დაზიანებისაგან;

2. ნიადაგისა და აგრეგატის ერთმანეთისაგან გამიჯვნა: ტაიპარი ახდენს ნიადაგისა და აგრეგატის ფენების გამიჯვნას ათეულობით წლების განმავლობაში, რის შედეგადაც აგრეგატის ურთიერთშეჭიდების და მედეგობის ხარისხი რჩება მუდმივად მაღალი, აგრეგატი არ იკარგება და იჭმევა ნიადაგის მიერ, და შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფინანსური დანაზოგების მიღება აგრეგატის საერთო სისქის შემცირების საფუძველზე.

3. დრენაჟი: ხირად ქვაფენილის ქვეშ გადის გრუნტის წყლები. ტაიპარის ორი ფენა შუაში განთავსებული მსხვილი აგრეგატის ფენით უზრუნველყოფს წყლის თავისუფალ გატარებას და იცავს ქვაფენილებს გამორეცხვისაგან.

 

filebi

 

4. სარეველა ბალახისაგან დაცვა: სარეველა ბალახი ხშირად ქმნის პრობლემას. ტაიპარი დაიცავს ქვაფენილს სარეველას ფესვებისაგან, მაშინაც კი თუ ქარით მოტანილი ბალახი მოახერხებს გახარებას, ის ფესვს ვერ გაიდგავს ქვაფენილის ქვეშ და შესაბამისად ვერ იქნება იმდენად ძლიერი რომ დააზიანოს ქვაფენილი.

 

typarprob