erotik film erotik film

ხარისხის კონცეფცია

 

გეოტექსტილის ხანგამძლეობა:

ზოგადად, ანალიზის და დაკვირვების შედეგად დასტურდება რომ გეოტექსტილის ხანგამძლეობა კრიტიკულად არის დამოკიდებული მისი მონტაჟისას მექანიკური და სხვა სახის ზემოქმედების მიმართ გამძლეობაზე. გეოტექსტილის დაზიანებების 95%-ი ხდება მისი ინსტალაციის პერიოდში მხოლოდ 5%-ი მისი მოხმარების პერიოდში. ამიტომ როდესაც საუბარი გვაქვს გეოტექსტილის ხარსხზე ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს რამდენად მდგრადია ესათუის გეოტექსტილი მონტაჟისას მექანიკური ზემოქმედების მიმართ.


დაზიანების მიმართ მდგრადობა მონტაჟის პერიოდში:

ბევრი კვლევა ჩატარდა რათა განსაზღვრულიყო ურთიერთკავშირი მასალის ტექნიკურ მახასიათებლება და მის რეალურ თვისებებს შორის პრაქტიკაში გამოყენებისას. ექსპერიმენტებმა დაადასტურეს რომ არსებობს ძალიან მჭიდრო კავშირი გეოტექსტილის მიერ "სტრესის შეწოვის" უნარსა და ინსტალაციისას დაზიანების მიმართ მდგრადობას შორის. ანუ რაც უფრო მაღალია ამათუ იმ გეოტექსტილის მიერ "ენერგიის შეწოვის" მაჩვენებელი მით უფრო მდგრადია გეოტექსტილი მექანიკური დაზიანებების მიმართ.


რა არის "ენერგიის შეწოვა"

ენერგიის შეწოვის პოტენციალი შეიძლება აღიწეროს გეოტექსტილის "წელვადობის" მაჩვენებლისა და "დამწოლი ძალის" კომბინაციით. სურათზე მოცემულია ტაიპარის მიერ ენერგიის შეწოვის პოტენციალის შედარება სხვა სახის გეოტექსტილებთან EN ISO 10319-სტანდარტის მიხედვით:


ener absorp


 

როგორც სურათიდან ჩანს ტაიპარის მიერ ენერგიის შეწოვის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემტება სხვა გეოტექსტილებისას, რის გამოც ის უფრო გამძლეა მონტაჟის პროცესში და ხანგამძლე მომსახურების პროცესში:

 

დეფორმაციის მიმართ გაძლეობა:

დამოუკიდებელი ლაბორატორიული ტესტების შედეგად დადგინდა მჭიდრო კავშირი გეოტექსტილის "ზეწოლის მიმართ გამძლეობასა" და "დეფორმაციის მიმართ მდგრადობას" შორის. ეს მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანია გეოტექსტილის ხარისხის შეფასებისას, რადგან დავუშვათ ავტომობილის საბურავების ან სხვა განმეორებადი ზეწოლის შედეგად გეოტექსტლის სუბსტრუქტურა (მიწა) განიცდის დეფორმაციას.

 

განსხვავებით სხვა გეოტექსტილებისაგან, ტესტებმა აჩვენეს რომ ტაიპარს ესაჭიროება ნაკლები "წელვადობა" რათა გაუძოს ძლიერ ზეწოლას, რის გამოც ის მნიშვნელოვნად ამცირებს ზეწოლის შედეგად ქვესტრუქტურის დეფორმაციის მასშტაბებს:


rutting formation


 

ზემოთ ჩამოყალიბებული ხარისხის კონცეფციიდან გამომდინარე დუპონმა შექმნა პროდუქტი რომელიც გამოირჩევა მისი კონკურენტებისაგან შემდეგი უპირატესობებით:


უპირატესობები ნაქსოვ გეოტექსტილთან მიმართებაში:

  • უფრო მაღალი უნიფორმალობა
  • უფრო მაღალი წელვადობა
  • უფრო მაღალი მდგრადობა
  • უფრო დაბალი ბიდვნადობა
  • თანაბარი ფილტრაციის თვისებები (მაღალი წნევის ქვეშაც კი)


უპირატესობები დაჩხვლეტილ გეოტექსტილთან მიმართბეში:

  • უფრო მსუბუქი და თხელი იგივე ფუნქციის შესრულებისას
  • უფრო მაღალი მედეგობა დეფორმაციის მიმართ
  • უფრო მაღალი მედეგობა დაზიანების მიმართ
  • უფრო მაღალი ფილტრაციის უნარი
  • უფრო დაბალი ტრანსპორტირების და შენახვის ხარჯები
  • უფრო მარტივი მონტაჟი
  • წინასწარ კომპრესირებული სტრუქტურის წყალობით არ დნება და არ იყინება 


უპირატესობები სხვა თერმულად წარმოებულ გეოტექსტილთან მიმართებაში:

  • 100% პოლიპროპილენი
  • უფრო მაღალი სტაბილურობა
  • უფრო მაღალი წელვადობა
  • უფრო მაღალი მედეგობა დეფორმაციის მიმართ